მათემატიკური კონკურსის "იმედი ხვალის-2017" პირველი ტური ჩატარდება 4 ივნისს, კვირას. დაწყების დრო:
- უმცროსი ასაკი (III-IV კლასები) - 10.00 სთ.
- უფროსი ასაკი (V-VI კლასები) - 13.00 სთ.
ბავშვები უნდა მოვიდნენ დაწყების დრომდე 10-15 წუთით ადრე და მათ თან უნდა ჰქონდეთ საწერი პასტები და შავად სამუშაო ფურცლები ან რვეული.
კონკურსის ჩატარების ადგილი - თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსი, ი.ჭავჭავაძის გამზ. 32.
მზიურის მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრის ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ გავლილი ტურების ამოცანები ამოხსნებითა და შეფასების სისტემით. კონკურსის პირველ ტურში ნამუშევრების შეფასება მოხდება ინტერნეტშეჯიბრის ანალოგიურად.
გისურვებთ წარმატებას.
გაქვთ დამატებითი კითხვები? მოგვწერეთ...
თამარმეფის 14 ნომერი
თბილისი, საქართველო
+995 xxx-xx-xx-xx