Preloader

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

ჩატარდა “იმედი ხვალის-2016” მეორე ტური

Post Date: 2016-06-14

ა.წ. 12 ივნისს ჩატარდა მათემატიკური კონკურსის “იმედი ხვალის-2016” მეორე ტური. 
ვითვალისწინებთ მონაწილეთა ინტერესს და ვაქვეყნებთ კონკურსზე მიცემულ ამოცანებს ამოხსნებით. 
ფაილები pdf ფორმატშია და მათ წასაკითხად დაგჭირდებათ Acrobat reader ან სხვა რომელიმე წამკითხველი. 
კონკურსის შედეგები ვებგვერდზე ჯერჯერობით არ გამოქვეყნდება. მონაწილეები შედეგებს შეიტყობენ დაჯილდოების ცერემონიაზე.
მოგვიანებით გამოქვეყნდება კონკურსის სრული ანგარიში.
დაჯილდოების ცერემონია გაიმართება ხუთშაბათს, 16 ივნისს, მოსწავლე ახალგაზრდობის (ყოფილი პიონერთა) სასახლის თეატრალურ დარბაზში.
ცერემონიის დაწყების დროს მონაწილეებს პერსონალურად შევატყობინებთ.
დაჯილდოების ცერემონიაზე მონაწილეებს დიპლომებსა და პრიზებს გადასცემენ სასკოლო ოლიმპიადების სფეროში მოღვაწე მეცნიერები, საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკისა და მათემატიკის ნაკრებების მწვრთნელები, წლევანდელი და გასული წლების ნაკრებების წევრები და საერთაშორისო და ეროვნულ სასკოლო ოლიმპიადებზე წარმატებული სხვა მოსწავლეები.

იხილეთ ამოცანები:



ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს


კონტაქტი

გაქვთ დამატებითი კითხვები? მოგვწერეთ...

მზიურის ადმინისტრაცია

თამარმეფის 14 ნომერი

თბილისი, საქართველო

+995 xxx-xx-xx-xx

შეტყობინება