ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის, საიტი განახლების რეჟიმშია და დროებით არ ფუნქციონირებს.
საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური
მათემატიკურ კონკურსში "იმედი ხვალის" მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!
Post Date: 2013-07-25
ჩატარების თარიღი: პირველი ტური – 6 ივნისი.
ჩატარების ადგილი: თბილისის კლასიკური გიმნაზია (რუსთაველის გამზირი N10).
პირველი ტურის დაწყების დროს შეიტყობთ რეგისტრაციისას. მეორე ტურისა და დაჯილდოების ცერემონიის თარიღებს გაცნობებთ პირველი ტურის შემდეგ. მეორე ტურში მონაწილეობენ პირველ ტურში გამარჯვებულები. რეგისტრაცია დაწყებულია და მთავრდება 4 მაისის 18 საათზე.
კონკურსში მონაწილეობა უფასოა. კონკურსის მიზანი: განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების გამოვლენა ადრეულ ასაკში. მონაწილეები: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების III-VI კლასების მოსწავლეები. პრიზები: სიგელი, პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომები და ფასიანი საჩუქრები. ჩატარების წესი: მონაწილეები ორ ასაკობრივ ჯგუფად იყოფიან: „უფროსი ასაკი“ – V და VI კლასები, „უმცროსი ასაკი“ – III და IV კლასები. ორივე ტურში მონაწილეს ეძლევა 5 ამოცანა და დრო 2 საათი. ამოცანებისა და ამოხსნების შეფასების ნიმუშებად გამოდგება მზიურის მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრისა და კონკურსი ”იმედი ხვალის” ამოცანები. ინტერნეტშეჯიბრი კონკურსისათვის მოსამზადებელი ერთგვარი „დაუსწრებელი სკოლაა“, 2006 წლიდან ტარდება და მის ვებგვერდზე მუდმივად ჩანს უკანასკნელი გავლილი 8-12 ტურის ანგარიში (მონაწილეთა შედეგები და ამოცანები ამოხსნებით). რეგისტრაციისა და დაწვრილებითი ცნობებისათვის დაგვირეკეთ ან მოგვმართეთ მისამართზე: - თბილისი, თამარ მეფის გამზირი 14. მე-3 სართული.
ტელეფონი - 295-45-75, 291-03-17, 229-48-61, 599-50-93-56. ელფოსტა - [email protected], ვებ - www.mziuri.ge ორგანიზატორები: საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური, თბილისის კლასიკური გიმნაზია და საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე.