ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის,
საიტი განახლების რეჟიმშია და დროებით არ ფუნქციონირებს.

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

კონკურსის დებულება

მათემატიკური კონკურსი „იმედი ხვალის“

დებულება

  1. პრეამბულა

ამა თუ იმ სფეროში გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების გამოვლენა და მათი მხარდაჭერა ნებისმიერი ქვეყნისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანაა.
ყველა ქვეყანაში ნიჭიერ მოსწავლეთა გამოვლენისა და წახალისების მთავარ ინსტრუმენტად სასკოლო ოლიმპიადებს განიხილავენ.
ჩვენშიც, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ოლიმპიადებს და ამ ყურადღების კვალდაკვალ, უკანასკნელ წლებში, ძალზე გაიზარდა საზოგადოების ინტერესი სასკოლო ოლიმპიადებისადმი.
სხვადასხვა საორგანიზაციო სირთულის გამო ოლიმპიადები დისციპლინათა უმეტესობაში მე-9 კლასიდან იწყება. მხოლოდ მათემატიკის ოლიმპიადა ტარდება მე-7 კლასიდან.
ბუნებრივია, რომ რაც უფრო ადრე გამოვლინდება მოსწავლის ნიჭი, მით უფრო მეტი დრო და საშუალება ეძლევა სკოლასაც და მშობელსაც, რომ სათანადო რეაგირება მოახდინონ და ფართო ასპარეზი მიეცეს ნიჭიერებას.
ნათქვამიდან გამომდინარე, უაღრესად დიდ მნიშვნელობას იძენს თუნდაც ადგილობრივი მასშტაბის ისეთი კონკურსები, რომლებიც ნიჭის ადრეულ ასაკში გამოვლენას ისახავს მიზნად.

  1. კონკურსის მიზანი

  1. განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების გამოვლენა ადრეულ ასაკში და მათი წახალისება;

  2. სკოლებისა და მასწავლებლების გააქტიურება და სტიმულირება ნიჭიერ მოსწავლეთა ადრეულ ასაკში გამოსავლენად.

  3. მოსწავლეთათვის კონკურსებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობის გამოცდილების დაგროვება 

  1. ორგანიზატორები და მათი ფუნქციები

  1. საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური - საორგანიზაციო და შინაარსობრივი (ამოცანების მომზადება, მონაწილეთა რეგისტრაცია, ნამუშევრების გასწორება და სხვა) ნაწილი;

  2. თბილისის კლასიკური გიმნაზია - საორგანიზაციო ნაწილი (კონკურსის ჩატარების პროცესში მონაწილეობა, კონკურსის ჩატარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა).

  3. საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე - საორგანიზაციო ნაწილი (კონკურსის ჩატარების პროცესში მონაწილეობა, დაჯილდოების ცერემონიის ჩატარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა).

  1. მონაწილეები

თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების III-VI კლასების ის მოსწავლეები, რომლებიც გამოირჩევიან მათემატიკურ-ლოგიკური აზროვნებით

  1. ასაკობრივი ჯგუფები

მონაწილეები ორ ასაკობრივ ჯგუფად იყოფიან:

  • უფროსი ასაკი“ – V-VI კლასები;

  • უმცროსი ასაკი“ – III-IV კლასები.

  1. ჩატარების წესები

  1. შეჯიბრება ტარდება ორ ტურად;

  2. მეორე ტურში მონაწილეობენ პირველ ტურში გამარჯვებულები;

  3. ორივე ტურში მონაწილეს ეძლევა 5 ამოცანა და დრო - 2 საათი.

  4. დაჯილდოების ცერემონია, სადაც გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებით და პირველი, მეორე ან მესამე ხარისხის დიპლომებით, ასევე ფასიანი საჩუქრებით

  5. კონკურსისათვის მოსამზადებელი ერთგვარი „დაუსწრებელი სკოლაა“ „მზიურის“ მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრება http://www.concurs.mziuri.ge/, რომელიც 2006 წლიდან ტარდება.

  1. პრიზები

  1. მონაწილისათვის - სიგელი, პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომები და ფასიანი საჩუქრები;

  2. მასწავლებლისათვის - სხვადასხვა სახის ფასდაკლება (100%-ის ჩათვლით) ”მზიურის” სხვადასხვა სასწავლო პროგრამებზე;

  3. სკოლისათვის - სხვადასხვა სახის ფასდაკლება (100%-ის ჩათვლით) „მზიურის“ სერვისებზე (სკოლის ვებგვერდის შექმნა, ტექნიკური მხარდაჭერა და სხვა).


ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს