Preloader

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

ვაქვეყნებთ "იმედი ხვალის-2017" მეორე ტურში გადასულთა სიას

Post Date12: 2017-06-08

კონკურსის მე-2 ტური ჩატარდება 11 ივნისს, კვირას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32). დაწყების დრო 10.00 სთ.
კონკურსანტებს ვთხოვთ, მოვიდნენ 10-15 წუთით ადრე და თან იქონიონ საწერი პასტა და ფურცლები ან რვეული შავი სამუშაოსთვის.
ვაქვეყნებთ მათემატიკურ კონკურსში "იმედი ხვალის-2017" მეორე ტურში გადასულ მოსწავლეთა სიებს კლასების მიხედვით.
მიღებულ ქულებს არ ვაქვეყნებთ, ვინაიდან არ გვინდა, რომ მეორე ტურის წინ მოსწავლეთა მოტივაციაზე გავლენა მოვახდინოთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქულაზე უფრო მნიშვნელოვანია გადამსვლელი ბარიერის დაძლევის ფაქტი. ჩვენს ურთულეს კონკურსში მეორე ტურში გადასვლა უკვე წარმატებაა.
იმისათვის, რომ თქვენი თავის მოძებნა გაგიადვილდეთ, სიები დალაგებულია სკოლების მიხედვით. ფაილები ისევ Pdf ფორმატშია.
მე-3 კლასელების სია - სულ 37 მოსწავლე;
მე-4 კლასელების სია - სულ 63 მოსწავლე;
მე-5 კლასელების სია - სულ 22 მოსწავლე;
მე-6 კლასელების სია - სულ 35 მოსწავლე;

აპელაციისათვის გამოყოფილია დრო - 9 ივნისის 10.00-დან 15.00 საათამდე. წინასწარ დაგვირეკეთ ტელეფონებზე 295-45-75 ან 291-03-17 და შემდეგ მობრძანდით მისამართზე თამარ მეფის გამზირი 14, მე-3 სართული. გისურვებთ წარმატებას.




ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს

კონტაქტი

გაქვთ დამატებითი კითხვები? მოგვწერეთ...

მზიურის ადმინისტრაცია

თამარმეფის 14 ნომერი

თბილისი, საქართველო

+995 xxx-xx-xx-xx

შეტყობინება