საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

კონკურსის წესები

კონკურსში მონაწილეობა და რეგისტრაცია

  • კონკურსში მონაწილეობას იღებენ თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე-3,4,5,6 კლასების მოსწავლეები
  • მონაწილეები იყოფიან ორ ასაკობრივ ჯგუფად: „უმცროსი ასაკი“-მე-3,4 კლასების მოსწავლეები და „უფროსი ასაკი“-მე-5,6 კლასების მოსწავლეები
  • კონკურსში მონაწილეობა უფასოა
  • კონკურსში მონაწილეები უნდა აკმაყოფილებდნენ მხოლოდ ერთ პირობას - მათ უნდა ჰქონდეთ გამორჩეული მათემატიკურ-ლოგიკური აზროვნების უნარი
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია
  • რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად - სკოლების მიერ
  • როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური რეგისტრაცია შეიძლება ადგილზე (მზიურის ოფისში მოსვლით), ტელეფონით (მზიურის ტელეფონებზე დარეკვით) ან ელფოსტით (შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ სარეგისტრაციო ფორმა)

კონკურსის მიმდინარეობა 

  • კონკურსი ტარდება ორ ტურად. პირველ ტურში მონაწილეები დაიყოფიან ორ ნაკადად (უმცროსი და უფროსი ასაკის მონაწილეები)
  • პირველ ტურში მონაწილეებს ამოსახსნელად მიეცემათ ხუთი მათემატიკურ-ლოგიკური ტიპის ამოცანა. თითოეული ამოცანა შეფასდება 2 ქულით, ჯამური ქულა იქნება 10
  • პირველი ტურის ის მონაწილეები, რომლებიც დააგროვებენ გადამსვლელ ქულას (გადამსვლელი ქულა დადგინდება მონაწილეთა შედეგების მიხედვით) მონაწილეობას მიიღებენ მეორე ტურში
  • მეორე ტურში მონაწილეებს მიეცემათ ხუთი მათემატიკურ-ლოგიკური ტიპის ამოცანა, რომელთა შეფასება ხდება მრავალქულიანი სისტემით.
ტურების მიმდინარეობა
  • პირველ და მეორე ტურში მონაწილეებს განესაზღვრებათ დრო 2 (ორი) საათი
  • ტურების დაწყების წინ მეთვალყურეები გააცნობენ მონაწილეებს დარიგებული თავფურცელის შევსების წესს
  • ამოცანის შემდგენელები ტურის დაწყებისას და შემდგომში პერიოდულად დაეხმარებიან მონაწილეებს ამოცანის პირობების სწორად გაგებაში
  • ამ პროცედურების დასრულების შემდეგ დაიწყება დროის ათვლა
  • მონაწილეებს ორივე ტურში თან უნდა ჰქონდეთ ავტოკალამი (პასტა) და თორმეტფურცლიანი რვეული ან ფურცლები შავად სამუშაოსთვის. სწორ ამოხსნებს მონაწილეები გადაიტანენ დარიგებულ ფურცლებზე

ჩატარების ადგილი, დრო და საათი

  • კონკურსის პირველი ტური ტარდება ივნისის პირველ ნახევარში, კვირა დღეს. ზუსტი თარიღი ცნობილი გახდება ჩატარებამდე ორი კვირით ადრე, ხოლო მეორე ტური ტარდება პირველი ტურის ჩატარებიდან ერთ კვირაში
  • კონკურსის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე გახდება ცნობილი ჩატარების ადგილი
  • პირველი ტური ჩატარდება ორ ნაკადად: „უმცროსი ასაკის“ მონაწილეები დაიწყებენ 10.00 საათზე, ხოლო „უფროსი ასაკის“-13.00 საათზე ან პირიქით

 შედეგები

  • პირველი ტურის დამთავრებიდან მეორე დღეს მზიურის ვებგვერდზე გამოიკიდება ამოცანების ამოხსნები, ხოლო ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში გამოქვეყნდება მონაწილეთა ქულები (ნულქულებიანები სიაში არ იქნებიან) და მეორე ტურში გადასულ მონაწილეთა სია
  • მეორე ტურის დამთავრებიდან მეორე დღეს მზიურის ვებგვერდზე გამოიკიდება ამოცანების ამოხსნები, ხოლო მონაწილეთა შედეგები გამოცხადდება დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც გაიმართება მეორე ტურის დამთავრებიდან ოთხ-ხუთ დღეში

დაჯილდოების ცერემონია და პრიზები 

  • დაჯილდოების ცერემონია გაიმართება მეორე ტურის დამთავრებიდან ოთხ-ხუთ დღეში მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში (ამის შესახებ დამატებით ეცნობებათ მონაწილეებს)
  • ცერემონიაზე მიწვეული იქნებიან მეორე ტურში მონაწილეები და მათი მშობლები, ორგანიზატორები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, მზიურის ყოფილი და ამჟამინდელი წარმატებული მოსწავლეები, ინფორმატიკის, მათემატიკისა და ფიზიკის ეროვნული ნაკრების მწვრთნელები და წევრები, ამ სფეროში მოღვაწე წარმატებული სპეციალისტები, მასმედიის წარმომადგენლები
  • მეორე ტურის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება სიგელით ან პირველი, მეორე, მესამე ხარისხის დიპლომებით, ასევე წარმატებულ მოსწავლეებს გადაეცემათ ორგანიზატორებისა და სხვა დაინტერესებული კერძო პირებისა და ორგანიზაციების მიერ დაწესებული მოკრძალებული პრიზები

 

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს