Preloader

ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის,
საიტი განახლების რეჟიმშია და დროებით არ ფუნქციონირებს.

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური

მათემატიკურ კონკურსში "იმედი ხვალის" მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

Post Date: 2015-04-20

ჩატარების თარიღი: პირველი ტური – 6 ივნისი. 

ჩატარების ადგილი: თბილისის კლასიკური გიმნაზია (რუსთაველის გამზირი N10).
პირველი ტურის დაწყების დროს შეიტყობთ რეგისტრაციისას. მეორე ტურისა და დაჯილდოების ცერემონიის თა­რი­ღებს გაცნობებთ პირველი ტურის შემდეგ. მეორე ტურში მონაწილეობენ პირველ ტურში გამარჯვებულები. 
რეგისტრაცია დაწყებულია და მთავრდება 4 ივნისის 18 საათზე. 
კონკურსში მონაწილეობა უფასოა.
 
კონკურსის მიზანი: განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების გამოვლენა ადრეულ ასაკში. 
მონაწილეები: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების III-VI კლასების მოსწავლეები. 
პრიზები:  სიგელი, პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომები და ფასიანი საჩუქრები.  
ჩატარების წესი: მონაწილეები ორ ასაკობრივ ჯგუფად იყოფიან: „უფროსი ასაკი“ – V და VI კლასები, „უმცროსი ასაკი“ – III და IV კლასები. ორივე ტურში მონაწილეს ეძლევა 5 ამოცანა და დრო 2 საათი. 
ამოცანებისა და ამოხსნების შეფასების ნიმუშებად გამოდგება მზიურის მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრისა და კონკურსი ”იმედი ხვალის” ამოცანები. 
ინტერნეტშეჯიბრი კონკურსისათვის მოსამზადებელი ერთგვარი „დაუსწრებელი სკოლაა“, 2006 წლიდან ტარდება და მის ვებგვერდზე მუდმივად ჩანს უკანასკნელი გავლილი 8-12 ტურის ანგარიში (მონაწილეთა შედეგები და ამოცანები ამოხსნებით). 
რეგისტრაციისა და დაწვრილებითი ცნობებისათვის დაგვირეკეთ ან მოგვმართეთ მისამართზე: - თბილისი, თამარ მეფის გამზირი 14. მე-3 სართული.  
ტელეფონი - 295-45-75, 291-03-17, 229-48-61, 599-50-93-56. ელფოსტა - [email protected], ვებ - www.mziuri.ge 
 
ორგანიზატორები: საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური, თბილისის კლასიკური გიმნაზია და საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე.



ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს


კონტაქტი

გაქვთ დამატებითი კითხვები? მოგვწერეთ...

მზიურის ადმინისტრაცია

თამარმეფის 14 ნომერი

თბილისი, საქართველო

+995 xxx-xx-xx-xx

შეტყობინება